კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა აპრილში წლიურად 19.8%-ით გაიზარდა და 22.7 მლრდ ლარი შეადგინა (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების ზრდა 22.1% იყო). G&T-ის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 2018 წლის აპრილში წლიურად 22.7%-ით გაიზარდა 19.9 მლრდ ლარამდე (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით ზრდა 21.8% იყო). 

2018 წლის აპრილში დეპოზიტების დოლარიზაციამ 62.4% შეადგინა (-6.2პპ წ/წ და -0.4პპ თ/თ). საანგარიშო პერიოდში უმოქმედო სესხები 2.6%-ს გაუტოლდა (-1.2პპ წ/წ და +0.2პპ თ/თ).

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი