ფინანსთა სამინისტროს მიერ საბანკო-საფინანსო სფეროში მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივების ფარგლებში, იზღუდება ლომბარდებისა და ე.წ მევახშეების სასარგებლოდ რეგისტრირებული ქონების -ავტომობილებისა და უძრავი ქონების დაგირავება.  ასევე ლომბარდებს მოეთხოვებათ გონივრულ ვადაში დანერგონ კომპიუტერული პროგრამა, სადაც დაგირავებული ნივთების აღრიცხვა მოხდება.


ილიაუნის ბიზნეს სკოლის ასოცირებული პროფესორი, გიორგი პაპავა ფიქრობს, რომ ეს რეგულაცია მნიშვნელოვნად დააზარალებს სალომბარდე ბიზნესს. როგორც პაპავა bm.ge-თან აცხადებს, ლომბარდების შეზღუდვა არალეგალურ მევახშეობას შეუწყობს ხელს.


“ რაც უფრო გავამკაცრებთ ფორმანულ სექტორში თანხის სესხების შესაძლებლობას, მით უფრო მოტივაცია აქვთ ადამიანებს თანხის არალეგალურად  გასესხების. ესეც საფიქრალია და იმედია, მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ ამის განხილვა არ ყოფილა, შიგნით მაინც გაანალიზებული აქვთ ის რისკები, რაც მევახშეობის ნაწილში იქნება. ამას ემატება ისიც, რომ  ბევრი ადამიანი ხშირად ოპერაციების დასაფინანსებალდ მიმართავდა ლომბრადს. თუ მათ ამ წვდომას შევუზღუდავთ, მაშინ აუცილებელია მათ ჯანდაცვის სექტორში ალტერნატივა შევთავაზოთ. ეს ალტერნატივა არ ჩანს დღეს და მნიშვნელოვანია ვიფიქროთ, რომ ადამიანის სიცოცხლე ხშირად დამოკიდებული იყო ლომბარდულ სესხებზე’’-აცხადებს გიორგი პაპავა.


ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ლომბარდების საქმიანობა კრიმინალის წამახალისებელი გახდა, ამიტომ თუ მათ ამ ბიზნესში დარჩენა სურთ, უნდა გაიზიარონ თამაშის საერთო წესები, რისთვისაც ლომბარდებს გონივრული ვადა მიეცემათ.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი