საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სისტემაში საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები სესხებზე მიმდინარე წლის აპრილში 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.5 პროცენტი შეადგინა. უცხოური ვალუტით დენომინირებულ სესხებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 8 პროცენტს შეადგენს, ხოლო ეროვნული ვალუტით გაცემულ კრედიტებზე შემცირდა 1.2 პროცენტული პუნქტით და 15.9 პროცენტი შეადგინა. 

ეროვნული ვალუტით სესხების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთები ფიზიკური პირებისთვის შემცირდა 1.1 პროცენტული პუნქტით და 20.1 პროცენტს შეადგენს, ხოლო იურიდიული პირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა 0.5 პროცენტული პუნქტით და წლიური 10.9 პროცენტი შეადგინა. 

უცხოური ვალუტის შემთხვევაში, იურიდიული პირების სესხის საპროცენტო განაკვეთი წლიური შემცირდა 0.8 პროცენტული პუნქტით და 8.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო ფიზიკური პირების შემთხვევაში, სესხების საპროცენტო განაკვეთი შემცირდა 0.2 პროცენტული პუნქტით და 8.0 პროცენტი შეადგინა. წინა წლის აპრილთან შედარებით საპროცენტო განაკვეთები უცხოური ვალუტის სესხებზე შემცირდა 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო ეროვნული ვალუტის სესხებზე კი - 5.1 პროცენტული პუნქტით.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი