მიკროსაფინანსო სექტორი ეროვნულ ბანკსა და ფინანსთა სამინისტროს პოტენციური მსესხებლების დიფერენციაციას სთავაზობს. როგორც გადაცემაში საქმის კურსი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ განაცხადა, ამ გზით გადახდისუნარიან მოქალაქეებსაც არ შეეზღუდებათ ფინანსებზე წვდომა და ჭარბვალიანობის რისკებიც შემცირდება. 

ჩვენ ვითხოვთ, მოხდეს გადახდისუნარიანი მსესხებლებისა და მოწყვლადი მსესხებლების დიფერენციაცია. შესაძლებელია, რომ პოლიტიკის განმსაზღვრელი შეთანხმდეს, ვინ არიან ეს მოწყვლადი ფენები. მაგალითად, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული პირები, პენსიონერები და კრედიტ ინფოს ჩანაწერებში მოხვედრილი კატეგორია და ასეთ პირებზე რაღაც პერიოდი შეიზღუდოს, ან გართულდეს სესხების გაცემა,-აღნიშნა ბაკურაძემ. 

მისი თქმით, ძალიან ბევრი ადამიანია ისეთი, ვისაც არ შეუძლია შემოსავლის დადასტურება, მაგრამ გადახდისუნარიანია, ამიტომ მათ ფინანსებზე წვდომა არ უნდა შეეზღუდოთ.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი