"საუბარი მიდის იმაზე, თუ რა ფორმით შეიძლება მონაწილეობდნენ ბანკის აქციონერები რეალურ ეკონომიკაში", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ლონდონში "საქართველოს კაპიტალის" აქციების საფონდო ბირჟაზე განთავსების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საბანკო სექტორიდან არაპროფილური აქტივების გამიჯვნის კუთხით ბევრი კითხვა არსებობს და ბანკი მზად არის ამ მიმართულებით მთავრობასთან ერთად იმუშავოს. 

"ხშირად არის ხოლმე კითხვები არაპროფილურ აქტივებზე. ჩვენ შარშანდელ წლიურ ანგარიშში ბევრი ინფორმაცია მივეცით, თუ რა პრაქტიკა არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში ამ კუთხით. ჩვენ ვიცით, რომ არის ინტერესი ამ საკითხზე და ვმუშაობთ და მზად ვართ, ის ექსპერტიზა, რაც გვაქვს ამ მიმართულებით მთავრობასთან ერთად ვიმუშაოთ. ეს ეხება ბანკების აქციონერების მონაწილეობას რეალურ სექტორში. 

საუბარია, იმაზე თუ რა ფორმით შეიძლება ჰქონდეთ მათ უფლება რეალურ სექტორში წილების ფლობის, კომერციული ბანკის აქციების მფლობელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ჩვენ მივაწოდეთ საზოგადოებას წლიური ანგარიშიდან, იქ არის ვრცელი მიმოხილვა თუ რა ფრაქტიკაა ამ მხრივ მსოფლიოში“, - განაცხადა გვენეტაძემ.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი