
ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის 50%-მდე შემცირება, საპროცენტო განაკვეთების კონტროლი არ არის. ამის შესახებ მან ეროვნული ბანკის ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც ფინანსური განათლების შესახებ ახალი პროექტი წარადგინეს.
"ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც ახლა შევა პარლამენტში არის ის, რომ მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ჩვენ დავაწესეთ 100%-მდე გასული წლის დასაწყისში, ეს კიდევ შემცირდეს 50%-მდე. მეტი სხვა შემცირებაზე საუბარი არ არის, ასევე ეს არ არის საპროცენტო განაკვეთების კონტროლი, ეს არის შემოღებული იმისთვის, რომ რისკიანი პროდუქტები, რომლებიც გაიცემოდა მაღალი საპროცენტო განაკვეთებით გადახდისუნარიანობის შემოწმების გარეშე, აღარ იყოს",- აცხადებს არჩილ მესტვირიშვილი.
წყარო: www.bm.ge
2255