აპრლიში, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა 214 მლნ ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 22 მლნ დოლარით გაიზარდა. ლარის კურსის გაუფასურების გამო, ლარში გამოსახული უცხოური ვალუტით სესხები 272 მლნ ლარით გაიზარდა. ამის შესახებ Forbes-ის ქართული გამოცემა წერს.

პირველი მაისის მდგომარეობით, ორივე ვალუტაში ერთად ბანკებს 22.8 მილიარდი ლარის სესხი აქვთ გაცემული, აქედან, 10.3 მილიარდი ლარშია გაცემული.

აპრილში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 11 მლნ ლარით გაიზარდა და 378 მლნ ლარი შეადგინა. მთლიანი საკრედიტო პორტფელის მიმართ ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 1.7%-ია, რაც დაბალი მაჩვენებელია. აღნიშნული მაჩვენებელი 2017 წლის პირველ მაისს 2.4% იყო.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი