"მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის" თავმჯდომარე ბესიკ შენგელია მიიჩნევს, რომ ახალმა რეგულაციებმა, შესაძლოა, ბაზარზე ორმაგი სტანდარტები დაამკვიდროს. 

"საფრთხეებს ვხედავთ ცალკეულ ფორმულირებებსა და დებულებებში, რომელიც პრაქტიკაში ძნელი განსახორციელებელი და გასაკონტროლებელი იქნება და შედეგად შეიძლება მივიღოთ ორმაგი სტანდარტების დამკვიდრება. ჩვენ ვერ ვხედავთ პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რომ ეს ყველაფერი გაკონტროლდეს",-განაცხადა შენგელიამ გადაცემაში "ანალიტიკა". 

მისივე თქმით, ასევე არარეალურია იმის მოლოდინი, რომ გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებმა საკუთარი შემოსავლების ლეგალიზება მოახდინონ, არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურაც. 

"ჯერ ჩვენ ვერ ვხედავთ, რატომ უნდა მოუნდეს მოქალაქეს, ამის გამო ლეგალური გახადოს შემოსავლები, მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, ფიზიკურად ინფრასტრუქტურა არ არსებობს, როგორ უნდა მოხერხდეს ვერ ვხვდებით. მაგალითად, მთიან სოფელში გლეხი მოიწევს კარტოფილს და ბაზარში გაყიდის, უნდა მოვთხოვოთ ანგარიშის გახსნა?",-განაცხადა შენგელიამ. 

მისი აზრით, თუ რეგულაციები პრაქტიკულ ხასიათს მიიღებს და გათვალისწინებული იქნება ბევრი რჩევა, შესაძლებელი იქნება ძალიან კარგი შედეგის მიღება.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი