ბოლო სამი თვეა კომერციული ბანკების მოგების მაჩვენებელს შემცირების ტენდენცია აქვს. აპრილის თვეში ბანკების წმინდა მოგებამ 60 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 15,5 (75,6 მლნ) მილიონით ნაკლებია მარტის მაჩვენებელზე და 30 (90 მლნ) მილიონი ლარით ნაკლები თებერვლის მაჩვენებელზე. 

გასული წლის აპრილში ბანკების წმინდა მოგება 37.5 მილიონი ლარი იყო, მარტში - 115 მილიონი ლარი, თებერვალში კი 84 მილიონი ლარი. 

მოგების მაჩვენებლის შემცირების პარალელურად მცირდება საბიუჯეტო შენატანებიც. აპრილში, ბანკებმა მოგების გადასახადის სახით ბიუჯეტში 5,3 მილიონი გადაიხადეს, მაშინ როცა მარტის თვეში შენატანი 8 მილიონი იყო, თებერვალში კი 11 მილიონი.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი