საბანკო სისტემის საქმიანობის მაქსიმალური გამჭვირვალობის და საბაზრო დისციპლინის გაუმჯობესების უზრუნველყოფის მიზნით, კომერციულმა ბანკებმა პილარ 3-ის ფარგლებში წლიური ანგარიშები პირველად გამოაქვეყნეს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ანგარიშები მოიცავს კორპორაციულ მართვასთან, ანაზღაურების პოლიტიკასა და რისკების მართვასთან დაკავშირებულ ხარისხობრივ ინფორმაციას.

ასევე რაოდენობრივ ინფორმაციას უმაღლესი მენეჯმენტის ანაზღაურებისა და საოპერაციო რისკების შესახებ.

ამ წესის ფარგლებში ბანკები უკვე აქვეყნებენ კვარტალურ ანგარიშგებებს, რომელიც მოიცავს რაოდენობრივ ინფორმაციას საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლების, ბაზელ III-ის ჩარჩოზე დაფუძნებული კაპიტალის ელემენტებისა და რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების შესახებ.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი