ქაღალდის ფულად ნიშნებს, რომლებიც ხმარებისგან გაცვდა, გაიხა ან რაიმე სხვა მიზეზით აღარ გამოდგება ბრუნვაში დასაბრუნებლად, ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში ანადგურებენ. შემდეგ განადგურებული კუპიურები ნაგავსაყრელზე მიაქვთ და იქ მიწაში მარხავენ. იმას, თუ რომელი კუპიურაა ვარგისი და რომელი არა, საგანგებო „ჭკვიანი“ აპარატი წყვეტს. „ჩამოწერილი“ ფულის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.

სპეციალური აპარატი აგროვებს საღ კუპიურებს, ფუთავს, რაოდენობას აწერს და მიმოქცევაში გასაშვებად ამზადებს.
ე.წ. „დაწებებულ“ კუპიურებს მანქანა „იწუნებს“ და დასაკუწად ამზადებს.
განადგურებული კუპიურები სარდაფში იყრება და გარეთ დაწნეხილი გამოდის. 

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი