ექსპორტი ზრდი ტენდენციას ინარჩუნებს. საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 783.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22.1 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 961.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (22.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2 821.8 მლნ. აშშ დოლარს (22.2 პროცენტით მეტი).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-აპრილში 1 860.5 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.2 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 705.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. 

პირველი 4 თვის განმავლობაში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1 070.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 25.7 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 241.8 მლნ. აშშ დოლარი იყო (23.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 828.4 მლნ. აშშ დოლარი (26.3 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 28.3 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 25.1 პროცენტი და იმპორტში 29.4 პროცენტი (2017 წლის იანვარ-აპრილში შესაბამისად 27.5, 24.8 და 28.4 პროცენტი).

ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 31.5 პროცენტი (2017 წლის იანვარ-აპრილში 30.3 პროცენტი). დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2018 წლის იანვარ-აპრილში 1 320.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2017 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით 28.6 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 430.0 მლნ. აშშ დოლარი (45.6 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 890.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (21.7 პროცენტით მეტი).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 34.9 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 44.7 პროცენტი და იმპორტში 31.6 პროცენტი (2017 წლის იანვარ-აპრილში შესაბამისად 33.1, 37.5 და 31.7 პროცენტი). 2018 წლის იანვარ-აპრილში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 24.8 პროცენტი (2017 წლის იანვარ-აპრილში 28.7 პროცენტი).

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი