საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ 10-ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საზოგადოებას წარუდგინა.

მონეტის შეძენა შესაძლებელია როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინ მაღაზიის მეშვეობით. მონეტის სარეალიზაციო ფასი 100 ლარია.

მონეტის დიზაინი ღია კონკურსის წესით შეირჩა და მისი ავტორი მამუკა გონგაძეა. მისი მთავარი კომპოზიცია 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლოებს წარმოადგენს.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი