ავსტრიული კერძო სექტორის წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობენ. ისინი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებთ არიან დაინტერესებულნი. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„ავსტრია და საქართველო რთული რელიეფით ძალიან ჰგავს ერთმანეთს და ავსტრიულ სამშენებლო კომპანიებს მთა-გორიან რელიეფზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ - განაცხადა ავსტრიის ელჩმა, რომელიც დელეგაციასთან ერთად საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.

ირაკლი ქარსელაძემ სტუმრებს დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფრომაცია და აღნიშნა, რომ დეპარტამენტი დაინტერესებულია ტენდერებში გამოცდილმა და კვალიფიციაურმა კომპანიებმა მიიღონ მონაწილეობა.

შეხვედრაში ავსტრიის ელჩი, ავსტრიის სავაჭრო პალატის ვიცეპრეზიდენტი და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის უფროსი, ავსტრიის კონსული საქართველოში და ავსტრიული კერძო სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი