ევროკავშირის დახმარებით, სოციალური მომსახურების სააგენტომ ვაკანსიების მონიტორინგი ჩაატარა, რათა გაერკვია, რომელ სფეროებშია დაბალი და ყველაზე მაღალი ხელფასები. მონიტორინგის შედეგების შესახებ allnews.ge წერს.

კვლევისას დადგინდა, რომ ყველაზე დაბალი ხელფასი - 50 ლარი მედიცინასა და საკვების წარმოების სფეროში ფიქსირდება, ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი მშენებლობაშია და 700 ლარია.

ამასთან, კომპანიები/ორგანიზაციები მინიმალურ ხელფასად 326 ლარს მიუთითებენ.

კვლევის თანამხად, თბილისში გამოკითხულ ორგანიზაციებში მაქსიმალური ხელფასი 7047 ლარია. კერძოდ, ყველაზე დაბალი მაქსიმალური ხელფასი ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის სექტორშია, ხოლო ყველაზე მაღალი მაქსიმალური ხელფასი - 12229 ლარი მედიცინაშია.

ამასთან, თბილისში გამოკითხული ორგანიზაციებიდან 38 მომდევნო 6 თვის განმავლობაში 2129 ახალი თანამშრომლის აყვანას აპირებს.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი