
2018 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში კომერციულ ბანკებში მომხმარებელთა საჩივრების რაოდენობა, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 37.8%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ანგარიშზე დაყრდნობით გამოცემა bpn.ge წერს.
2018 წლის 3 თვის მონაცემებით, ბანკებში 1 148 საჩივარი შევიდა, 2017 წლის პირველ სამ თვეში კი მხოლოდ 840 საჩივარი იყო დაფიქსირებული.
მომხმარებლები ამ წლის პირველ კვარტალში შემდეგ საკითხებზე ჩიოდნენ: მიმდინარე ანგარიში - 431 განაცხადი; სამომხმარებლო სესხი - 218 განაცხადი; საკრედიტო ბარათი – 120 განაცხადი.
მომხმარებლები ძირითადად ტრანზაქციებზე, ჯარიმებსა და საკომისიოებზე ჩივიან.
წყარო: www.imedinews.ge
2843