აპრილში, მარტთან შედარებით, შრომისუნარიანი კაცისთვის საარსებო მინიმუმი არ შეცვლილა და ისევ 176.9 ლარია. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

შესაბისად, უცვლელია საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი - 296.7 ლარი. საქსტატის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში საარსებო მინიმუმი 6.1 ლარით გაიზარდა. საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმმა კი 10.2 ლარით მოიმატა.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი