გასულ კვირას სავაჭრო სესიების დროს არც ეროვნულ და არც უცხოურ ვალუტაში არცერთი გარიგება არ დადებულა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საფონდო ბირჟაზე წინა კვირასაც მსგავსი შედეგი დაფიქსირდა.

რაც შეეხება არასაბირჟო გარიგებებს, სულ 4 გარიგება შედგა 1 კვირის განმავლობაში. მათი ჯამური ღირებულება დაახლოებით 3167 ლარია. შედარებისთვის, -  კომპანია Alphabet-ის 1 აქცია 1103 დოლარი ღირს, რაც თითქმის იგივე თანხაა რაც 1 კვირის განმავლობაში განხორციელებული 4 გარიგების ჯამური ღირებულება საქართველოს საფონდო ბაზარზე. 

ამ 4 გარიგებაში მონაწიელობას იღებდა მხოლოდ 2 სუბიექტი. ესენია სს "თბილისის სასკოლო ინვენტარის ფაბრიკა" და სს "საქსაშენმეცნიერება".

საფონდო ბირჟის ინდექსი GSX  კვლავ შემცირდა, ამჯერად 167 პუნქტამდე, ჯამური კაპიტალიზაცია კი 2.5 მილიარდი ლარია.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი