ავსტრალიის ხელისუფლებამ ქაღალდის ფულად გადახდაზე ლიმიტი დააწესა. 2019 წლის 1 ივლისიდან პროდუქტი ან სერვისი, რომლის ფასი 10 ათასი ავსტრალიურ დოლარს აღწევს (7,5 ათასი ამერიკული დოლარი), შესაძლებელია ადამიანმა შეიძინოს მხოლოდ ჩეკით ან საბანკო ბარათით. 

ავსტრალიის მთავარი ხაზინდარის სკოტ მორისონის თქმით, ეს ზომა ქვეყანაში გადასახადების შეგროვების სისტემას აამაღლებს. "ეს კრიმინალური ბანდებისთვის ცუდი ამბავია და ასევე იმათთვის ვინც გადასახადებთან დაკავშირებით თაღლითობას აპირებს", - განაცხადა ავსტრალიელმა ხაზინდარმა. 

როგორ გამოცემა The Guardian-ი აღნიშნავს, ლიმიტის დაწესების ერთ-ერთი მიზეზად იქცა თამბაქოს არალეგალური გაყიდვა. ავსტრალიაში სიგარეტის გაყიდვებზე მსოფლიოში ყველაზე მაღალი გადასახადია დაწესებული. ერთი ყუთი სიგარეტი 40 ავსტრალიური დოლარი ღირს (30 აშშ დოლარი), ამასთან ქვეყანაში თამბაქოს უზარმაზარი შავი ბაზარი არსებობს.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი