
გერმანული ავტომწარმოებელი Audi 2025 წლისთვის 800 000-მდე ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილის გაყიდვას გეგმავს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ამით გერმანულ ბრენდს Tesla-სთვის კონკურენციის გაწევა სურს. Audi-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია Volkswagen-თან და Porsche-სთან თანამშრომლობის შედეგად 20-მდე ახალი მოდელის ელექტროავტომობილის შექმნას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ Audi-მ ელექტრო ავტომობილების განვითარება მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანია გამონაბოლქვის მონაცემების გაყალბებაში დაადანაშაულეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, კომპანიას შესაძლოა ბაზრიდან 60 000-მდე ავტომობილის გაწვევა მოუხდეს.
წყარო: www.imedinews.ge
3024