სესხების გაცემის შესახებ ახალ რეგულაციებზე მუშაობა გრძელდება. ცნობილია რომ იპოთეკური სესხის მისაღებად შემოსავლების დადსტურების გარდა, მსესხებელს უნდა ჰქონდეს ერთზე მეტი სახოვრებელი ფართი.

გარდა ამისა, დოკუმენტი სესხის გაცემის კრიტერიუმებს ადგენს, რომელთა შესრულებაც დებულების დამტკიცების შემდეგ, სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის სავალდებულო იქნება.

ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ სამომხმარებლო სესხის გაცემის მაქსიმალური ვადა შემცირდება და 5 წლის ნაცვლად,  4 წელი იქნება.

რაც შეეხება იპოთეკურ და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებს, მათი მაქსიმალური ვადა 10 წელი იქნება.

შეგახსენებთ, საბანკო სექტორში ახალი რეგულაციები 7 მაისიდან ამოქმედდა. 

ამასთან, ახალი რეგულაციის თანახმად, სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.

დატოვე კომენტარი