მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ხელმძღვანელის, ბესიკ შენგელიას ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ვადაგადაცილებული სესხების ოდენობა (30 დღეზე მეტი გადაცილებით) მთლიან პორტფელში 1,5%-ს არ აჭარბებს. მისი თქმით, 4-5 მსხვილ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე ჯამში 355 ათასი მსესხებელი მოდის, რომელთა 80% თვითდასაქმებულთა კატეგორიაშია, მთლიანობაში კი მიკროსაფინანსო სექტორს 800 ათასამდე კლიენტი ჰყავს. მისი თქმით, ამ სექტორისთვის დიდი გამოწვევა იყო 2015-16 წლები, როდესაც დევალვაციის გამო რისკიანობა გაიზარდა, თუმცა ის მდგრადი გამოდგა. 

"ყველაზე კრისიზული კი მსოფლიო მიკრო-საფინანსო სექტორისთვის იყო 2008-2009 წლები, როცა ქართულმა ორგანიზაციებმა საოცარი დინამიურობა გამოიჩინა და მდგომარეობას წარმატებით გაართვა თავი. თუმცა, ცალკეული გამსესხებლების მიმართ შეიძლება არსებობდეს რაღაც პრეტენზიები, რაზეც საჭიროა დროული რეაგირება", -განაცხადა შენგელიამ გადაცემაში "ანალიტიკა".

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი