"მსოფლიო ბანკის" მთავარი ეკონომისტი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ჰანს ტიმერი მიიჩნევს, რომ ქვეყანამ მცირე ბლოკჩეინ კომპანიებს ხელი უნდა შეუწყოს. 

"მცირე ბლოკჩეინ კომპანიებს, რომლებიც ახალი ტექნოლოგიების, ახალი სტრატეგიების დამუშავებას ახდენენ, უფრო მეტი არეალი უნდა ჰქონდეთ მოქმედებისთვის. სწორედ ამ მიმართულებით უნდა გადადგას საქართველომ ნაბიჯები, საჭიროა კერძო სექტორის წახალისება და ეს არ არის დაკავშირებული ყოველთვის მხსვილი კომპანიების საქმიანობის ხელშეწყობასთან", - აღნიშნა ტიმერმა. 

მანვე ასევე ხაზი გაუსვა მსხვილი კომპანიების მნიშვნელობასაც. 

"თქვენ აუცილებლად გჭირდებათ BitFury-ის მსგავსი მოთამაშეები, თქვენ უნდა მისცეთ მათ ინოვაციური აქტივობების საშუალება", - აღნიშნა ტიმერმა.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი