როგორ უნდა გაატაროთ ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრება? ეს ერთი შეხედვით ბანალური შეკითხვა ცნობილმა ამერიკელმა ჰერონტოლოგმა კარლ პილემერმა 1000 ხანდაზმულ ამერიკელს დაუსვა. 
“ექსპერტების” პასუხები - ასე მოიხსენიებს პილიმერი თავის რესპოდენტებს, დაედო საფუძვლად წიგნს “30 გაკვეთილი ცხოვრებისთვის” (30 Lessons for Living), რომელიც მალევე ბესტსელერი გახდა. 
რჩევების გარდა აქ თავმოყრილია ბავშვის აღზრდის, ოჯახური ჰარმონიის, ჯანსაღი კვების შესახებ საკითხები, ხანდაზმული ამერიკელები ასევე საუბრობენ ფულთან სწორ დამოკიდებულებაზე, კარიერაში პრიორიტეტებზე და სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსზე. 

№ 1. ახალგაზრთობა ჩათრეული ჰყავს ფულის შოვნაზე ფიქრს, ხანდაზმულებს ეს არ აწუხებთ 
ათასიდან არც ერთი გამოკითხული რესპოდენტი არ უკავშირებს ბედნიერებას დიდი რაოდენობის ფულს და მატერიალურ კეთილდღეობას. არც ერთ მათგანს არ უნდოდა მდიდარი გამხდარიყო, ხოლო ხელფასის რაოდენობა არ წარმოადგენდა მთავარ საკითხს პროფესიის არჩევისას. 

№ 2. ფული ხშირად დროსთან წინააღმდეგობაში მოდის, შეეცადეთ დაალაგოთ ეს სიტუაცია
რჩევა მათგან, ვინც ხანგრძლივი ცხოვრება განვლო: ნუ გაატარებთ მთელ დროს სამსახურში, შეეცადეთ გამოიმუშაოთ რაც შეიძლება მეტი ფული ან დაწინაურდეთ. რა თქმა უნდა საჭიროა შემოსავალი, რომელიც კომფორტულად ცხოვრების საშუალებას იძლევა, მაგრამ ნუ ეცდებით გამუდმებით ფულის შოვნაზე იფიქროთ. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, მეგობრებთან ერთად ყოფნას, დაისვენეთ და დატკბით ცხოვრებით სანამ ახალგაზრდა ხართ. 

№ 3. დამოუკიდებლობა სამსახურში
როცა “ექსპერტები” საუბრობენ სამსახურზე, ისინი ყოველთვის უსვამენ ხაზს ორ მთავარ მომენტს: მიზანი (ფულის შოვნის პარალელურად) და დამოუკიდებლობა. მათ გარეშე მუშაობა ნამდვილი ჯოჯოხეთი გახდება. მოძებნეთ პროფესია, სადაც გექნებათ გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება და არ იქნება ტოტალური კონტროლი. 

№ 4. შეეცადეთ მუშაობისგან სიამოვნება მიიღოთ 
“არაფერია იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სამსახური, სადაც წასვლა გულწრფელად გინდა და ეს სურვილი ყელანაირ ფულზე უფრო მეტია - ამბობს ერთ-ერთი “ექსპერტი”. - ეს ჩემი მთავარი ცხოვრებისეული გაკვეთილია და მე ვცდილობ მის მიტანას ჩემს შვილებამდე და სტუდენტებამდე. თუ თქვენ დილით არ იღვიძებთ ახალი სამუშაო დღის დაწყების სურვილით, მაშინ თქვენ არასწორი პროფესია გაქვთ არჩეული”.

№ 5. გამოიყენეთ ახალი კარიერული შესაძლებლობები
ხანდაზმული ადამიანების აზრით, საჭიროა ყოველთვის მზად იყოთ ახალი შეთავაზებებისა და იდეებისთვის (როგორც კარიერაში ისე ცხოვრებაში), ყოველთვის თანხმობით შეხვდით მათ. ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობაზე გულდასაწყვეტი არაფერია. მეტ ჯილდოს ვიღებთ მაშინ, როცა ვცდილობთ რაიმე ახლის და საინტერესოს გაკეთებას. 

№ 6. მეტი მოგზაურობა
“დასანანია, რომ არ ვიმოგზაურე ბევრი და არ მოვინახულე სხვადასხვა ქვეყნები და ქალაქები”, - ყველაზე მეტად ამ საკითხზე გამოთქვამენ წუხილს პენსიონერები.

№ 7. წარმატების მისაღწევად მხოლოდ ნიჭირება არ არის საკმარისი, საჭიროა მეგორბულიც იყოთ
მხოლოდ გამჭრიახი გონება და ნიჭი ვერ დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში თუ არ შეგიძლიათ გუნდში მუშაობა და კოლეგებთან ურთეირთობა - აცხადებენ მოხუცები. დღეს ახალგაზრდები კონცენტრაციას აკეთბენ ტექნიკურ შესაძლებლობებზე და ავიწყდებათ, რომ არსებობს უბრალო ადამიანური თვისებები, როგორიცაა თანაგრძნობა, ყურადღება, მოსმენა და კონფლიქტური სიტუაციების გადაწყვეტა.  

№ 8. იყავით ეკონომიურები, მაგრამ ცხოვრებას ნუ დაივიწყებთ
“მე მუშაობა დავიწყე 20 წლის ასაკში, - ყვება ერთ-ერთ რესპოდენტი. - მე ვცდილობდი რაც შეიძლება მეტი დამეზოგა ყოველი ხელფასიდან. არ დავუჯერე დედაჩემს, რომ ცხოვრებით მესიამოვნა. წლები მემატებოდა, ხოლო ადამიანები ვინც მიყვარდა და ვიცნობდი ნელ-ნელა კვდებოდნენ - მხოლოდ მაშინ მივხვდი ყოველი განვლილი დღის მნიშვნელობას”.

№ 9. შეეშვით იმაზე ნერვიულობას, რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ
შეიძლება იფიქროთ, რომ ადამიანები, რომლებმაც დიდი დეპრესია გადაიტანეს მოგცემენ ფულის მოფრთხილების და ფინანსებზე ფიქრის რჩევებს. მაგრამ რეალურად ყველაფერი პირიქით არის. “ექსპერტები” თვლიან, რომ შფოთვა ძალიან ნეგატიურად აისახება ჩვენს ცხოვრებაზე, ისინი დარწმუნებული არიან, რომ ნებისმიერი ნერვიულობა, განსაკუთრებით იმაზე, რასაც ვერ ვაკონტროლებთ, ტყუილად დროის კარგვაა. 

№ 10. გრძელვადიანი ფიქრი უხდება ინვესტორს და არა ჩვეულებრივ ადამიანს
“მთელი ცხოვრება მე ვფიქრობდი მომავალზე და არა იმაზე, თუ რა ხდებოდა ჩემს გარშემო მოცემულ მომენტში. მხოლოდ ახლა გავარკვიე დღევანდელი დღის მნიშვნელობა. ეს გრძნობა მეხმარება ვიყო ბედნიერი და მქონდეს შინაგანი სიმშვიდე. სამწუხაროა, რომ ეს გაგება ჩემში გაჩნდა არა 30 წლის ასაკში, არამედ ახლა, როცა 60 წლის ვარ. მე შემეძლო უფრო მეტი სიამოვნება და სიხარული მიმეღო ამ ცხოვრებისგან. ეს ჩემი მთავარი რჩევაა ახალგარზრებისთვის ” - აცხადებს ერთ-ერთი ამერიკელი პენსიონერი.

დატოვე კომენტარი