პირველი ქართული კრიპტოვალუტის "ოქროს საწმისის" დამფუძნებელი ვახტანგ გოგოხია კრიპტოვალუტების მიმართულებით რეგულაციების მომხრეა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის პრეზენტაციაზე განუცხადა, სადაც კრიპტოვალუტებსა და ბლოკჩეინზეა საუბარი. 

"გარკვეული რეგილაციები აროს საჭირო იმისთვის, რომ ხალხი, რომელსაც აინტერესებს ეს სფერო, არ მოტყუვდეს და მიიღოს სწორი ინფორმაცია. 

მაგალითად თუნდაც ICO-ების კუთხით, არის ბევრი პროექტი, რომელიც საჭიროა, რომ ინვესტორი იყოს დაცული, იგივენაირად როგორც ჩვეულებრივ კომპანიაში ინვესტირების დროს. მაგრამ ტექნოლოგიის განვითარების კუთხით, საჭიროა, რომ მთავრობის მხრიდან იყოს წახალისება და არა ხელის შეშლა. 

წახალისება გულისხმობს, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს კონკრეტული გეგმა და ინვესტორებს, თუნდაც, უცხოელ ინვესტორებს არ ჰქონდეთ იმის შიში, რომ შეიძლება მომავალ წელს ან რამდენიმე წელში გარკვეული შეზღუდვები შემოიღონ და გახდეს არაკანონიერი და არალეგალური ეს საქმიანობა",-აცხადებს ვახტანგ გოგოხია. 

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი