მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ წარმოწყებულ რეფორმებს, რომლებიც ბანკებისა და სხვა საფინანსო ორგანიზაციებისთვის სესხებზე გარკვეული რეგულაციების დაწესებას ეხება. 

"მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს ჯანსაღ საბანკო სისტემას, რომელიც არსებობს საქართველოში. ვეთანხმებით, რომ საქართველოში არსებობს ვადაგადაცილებულო სესხები და მათი შემცირება სწორი გზაა. რაც მეტად შემცირდება ასეთი სესხების რიცხვი, მით მეტ ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა აიღოს სესხი სა გამოიყენოს ეს თანხა",- განაცხადა მერსი ტემბონმა. 

კითხვაზე, რა საჭიროა რეგულაცია, როდესაც ვადაგადაცილებული სესხების წილი საქართველოში მაღალი არ არის მერსი ტემბონი ასე პასუხობს: 

"პრევენცია უკეთესია, ვიდრე სიკვდილი. მოხარულები ვართ,რომ საქართველოში ვადაგადაცილებული სესხების პროცენტი არ არის მაღალი, მაგრამ არ გვინდა, რომ მაღალი იყოს. ამიტომ ეს რეფორმა არის სწორი",-აცხადებს მერსი ტემბონი.

დატოვე კომენტარი