"არ გვაქვს მოლოდინი, რომ ეფექტური საპროცენტო განაკვეთბის ჭერის შემცირება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობას შეამცირებს“,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. ასე უპასუხა მან bm.ge-ს შეკითხვას, შეამცირებს თუ არა ახალი რეგულაცია ბაზარზე მიკროსაფინანსოების რაოდენობას, როგორც ეს ონლაინსესხების გამცემი კომპანოების შემთხვევაში მოხდა და დარჩება თუ არა ერთადერთ დამფინანსებლად ბანკი, რაც თავად ფინანსთა მინისტრსაც არ მოსწონს. 
"ჩვენ მოგვწონს ის, რაც ზრდის ბაზარზე კონკურენრენტუნარიანობის ხარისხს და ის, რაც ზრდის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას. მე ვერ დაგეთანხმებით, რომ ონლაინსესხები გაქრა. ეს ნამდვილად არ არის ასე. შეიძლება, შემცირება ფიქსირდება, მაგრამ ისინი არ გამქრალან ბაზრიდან. ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული რეგულაცია მიკროსაფინანსოების საქმიანობას მნიშვნელოვნად შეამცირებს. მე ვფიქრობ, რომ მიკროსაფინანსოების საქმიანობა არის აუცილებელი. 
ისინი წარმოადგენენ გარკვეულ ხიდს ბიზნესის დაფინანსების. მაგრამ რაც შეეხება თამაშის წესებს, ის უნდა იყოს საერთო. მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ სამწუხაროდ, ასიმეტრიული რეგულაციები იყო ფინანსურ სექტორში. 

საბანკო სექტორს სხვა რეგულაცია ჰქონდა, არასაბანკოს სხვა, ონლაინებს კიდევ განსხვაბებული რეჟიმი, რამაც ხელი შეუწყო იმ პრობლემას, რაზეც ჩვენ ვსაუბრიბთ, ანუ ჭარბვალიანობის თემას. ვინც არის კონკურენტუნარიანი და შეუძლია ბაზარს მიაწოდოს კონკურენტუნარიანი პროდუქტი, გარწმუნებთ, რომ ის ბაზარზე იქნება. ხოლო ვინც დაკავებულია სპეკულატიური საქმიანობით, მას თავისი მუშაობის სპექტრი შეეზღუდება", - აცხადებს ბახტაძე.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი