მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონმა საბანკო სექტორში, ბოლო პერიოდში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები, დადებითად შეაფასა. 

"ეროვნული ბანკი შესანიშნავად ართმევს თავს საბანკო სექტორის ზედამხედველობას", - ამის შესახებ მან "ქალების ნარატივში" განაცხადა. 

"საბანკო სექტორი საქართველოში არის კარგად კაპიტალიზებული, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. ეროვნული ბანკი შესანიშნავად ართმევს თავს საბანკო სექტორის ზედამხედველობას და საქართველო ჩვენთვის არის რეფორმის პროცესში მყოფი ქვეყანა. თუმცა, არის არაერთი საკითხი, რომელიც უნდა განვითარდეს, რადგან საქართველო გლობალურ ეკონომიკას შეუერთდეს. ამის ერთ-ერთი გზა არის ის, რომ დავრწმუნდეთ ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობაში. 

საბანკო დეპოზიტები უნდა იყოს დაცული და შესაბამისად უკანასკნელი რეფორმები დეპოზიტების დაზღვევის მიმართულებით, რაც ბანკთან თანამშრომლობით დაიწყო, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ყველაფერი არის მიმართული იმისკენ, რომ ქვეყანა განვითარდეს ეკონომიკურად და ადამიანებს ჰქონდეთ ფინანსური შესაძლებლობები, რომ გაიუმჯობესონ ცხოვრების პირობები. 

ასევე აუცილებელია კაპიტალის ბაზრის არსებობა, რათა ადამიანებს ჰქონდეთ წვდომა ფინანსურ რესურსებზე. შესაძლოა პიროვნებას ჰქონდეს ძალიან კარგი იდეა, მაგრამ არ ჰქონდეს წვდომა ფინანსებსზე, რათა ამ იდეის ხორცხშესხმა შეძლოს. შესაბამისად, ჩვენი უპირველესი დაინტერესება მდგომარეობს იმაში, რომ დავაკავშიროთ ეს ადამიანები ფინანსურ წყაროებთან. 

ჩვენ ცოტა ხნის წინ დავასრულეთ ქვეყნის სისტემური დიაგნოსტიკის პროცესი ამ მიმართულებით და მაჩვენებლი არის საკმაოდ კარგი. მინდა ქვეყანას ჰქონდეს კაპიტალიზებული სისტემა, რეფორმები რა თქმა უნდა მოიტანს სარგებელს" - განაცხადა მერსი ტემბონმა.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი