მე მგონია, რომ შესაძლებელია კომერციულ ბანკებში პანიკაც კი იყოს", - აცხადებს ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ანალიტიკოსი ანი ალიბეგაშილი ქალების ნარატივში სტუმრობისას. მისი თქმით, ეროვნული ბანკის ახალი რეგულაცია, რომელიც ძალაში 7 მაისს შევიდა ზიანს, არა მარტო კომერციულ ბანკებს და მომხმარებლებს, არამედ საბანკო სექტორში დასაქმებულ პირებსაც მიაყენებს. მათი სამუშაო პროცესი სესხების გაცემასთან დაკავშირებით ბევრად უფრო შრომატევადი ხდება, რაც კიდევ უფრო მეტ დროს მოითხოვს, შესაბამისად არის ალბათობა იმისა, რომ ბანკებმა ბონუსებისა და დანამატების გაცემის სისტემა უფრო მკაცრად კონტროლირებადი გახადონ. 

"მე მგონია, რომ შესაძლებელია პანიკაც კი იყოს კომერციულ ბანკებში. პროცედურები და ის დეტალები, რომლებიც მათ უნდა გაითვალისწინონ სესხის დამუშავების დროს იქნება ძალიან შრომატევადი, დიდ დროსთან იქნება დაკავშირებული. 

შესალებელია ბანკებს დასჭრიდეთ თანამშრომლების გადამზადება, იმიტომ რომ როდესაც აქამდე გარკვეული თანხის ოდენობა გაიცემოდა შემოსავლების შესწავლის გარეშე ან თუნდაც სატელეფონო შემოწმებით, დღეს მოუწევთ მონიტორინგის ჩატარება. ეს რა თქმა უნდა, გამოწვევს იმას რომ პირველ რიგში თანამშრომლების ნაყოფიერი მუშაობა და მათი შედეგები შემცირდება, ეს კი აისახება მათ სასესხო პორთფელზე. ამ შემთხვევაში კი შეიძლება მათი ყოველთვიური ბონუსები, დანამატები ან წახალისება მოხდეს უფრო მკაცრი კონტროლის მექანიზმით", - ამბობს ანი ალიბეგაშვილი.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი