საზოგადოება და ბანკებში" მომართვიანობისას ვაფიქსირებთ, იმას რომ ერთ მომხმარებელს შეიძლება 8 ან 10 პარალელური სესხი ჰქონდეს, რომლის მომსახურებაც ფაქტობრივად შეუძლებელია", - ამის შესახებ "საზოგადოება და ბანკების" ანალიტიკოსმა ანი ალიბეგაშვილმა ქალების ნარატივში სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, 2017 წლის იანვრიდან ძალაში შესულმა რეგულაციებმა მნიშნელოვნად შეცვალა სურათი, როდესაც 100%–მდე შემცირდა ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. ალიბეგაშვილი ასევე საუბრობს, ეროვნული ბანკის რეგულაციების გავლენებზეც, რომელიც ძალაში 7 მაისს შევიდა. მისი თქმით, ეს ცვლილებები მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს კომერციულ საბანკო სექტორს და ასევე დააზარალებს მოსახლეობასაც. განსაკუთრებით მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც არ აქვს შემოსავალი. ასევე მნიშვნელოვანად დაზარალდებიან პროფესიული საქმიანობით დაკავებული ადამიანები. მაგალითად, რეპეტიტორები, რომლებიც მოსწავლეებს კერძოდ ამზადებენ და ხელფასს ხელზე იღებენ. 

"ეს რეგულაცია რეალურად ემსახურება იმას, რომ ჭარბვალიანობა აღმოიფხვრას. ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ, ეს პრობლემა ნამდვილად დგას და მოსახლეობის საშუალო და დაბალ შემოსავლის მქონე ფენას უჭირს საკუთარი ფინანსების და ბიუჯეტის მართვა. მათ როდესაც საჭიროება უჩნდებათ მიმართავენ საკმაოდ კაბალური ხელშეკრულების პირობებს და სესხებს იღებენ, როგორც ონლაინ სესხების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან, ისე მევახშეებისგან. კრედიტ ინფოს მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ერთ მომხმარებელზე საკმაოდ დიდი ვალდებულება მოდის. 

არსებული რეგულაციები, რომლებიც ძალაში 7 მაისს შევიდა და საწყის ეტაპზე კომერციულ ბანკებს უწევთ ამ რეგულაციის დაკმაყოფილება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს კომერციულ საბანკო სექტორს და ასევე დააზარალებს ჩვენს მოსახლეობასაც. განსაკუთრებით მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც არ აქვს შემოსავალი. მაგალითად, ადამიანს, რომელსაც პროფესიული საქმიანობიდან აქვს შემოსავალი. ასეთია მასწავლებელი, რომელსაც ჰყავს მოსწავლეები და მას განვადებაზე უარი უთხრეს.”–აცხადებს ალიბეგაშვილი.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი