ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი აცხადებს, რომ სწრაფი სესხები როგორც ბიზნესი ვეღარ იარსებებს. 

"ის ნელ-ნელა, ეტაპობრივად შეიზღუდება რეგულაციებით, რადგან სწრაფად შეზღუდვა, გამოიწვევდა ჩრდილოვან სექტორში მის გადასვლას, რაც ძალიან ცუდია. 100%-იანი განაკვეთი 50%-დე შემცირდება, ამ პირობებში კი სესხის გაცემა იმ იმედით, რომ ვიღაც გადაიხდის და ის გადაფარავს სხვებს, გაცილებით რთულდება, შესაბამისად ბანკს მოუწევს გადახდისუნარიანობის შეფასება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ძირითად პრობლემები ამ სექტორში არასაბანკო სფეროდან წამოვიდა", - განაცხადა მესტვირიშვილმა. 

მისი თქმით, სამომავლოდ შეიზღუდება ასევე ის თანხაც, რისი ამოღებაც იქნება შესაძლებელი მოქალაქისგან. 

"ასეთი ტიპის სესხების გაცემა მომავალში გარკვეული თანხების ზემოთაც შეიზღუდება, ისე, როგორც ამას ევრო დირექტივა ითხოვს", - აღნიშნა მესტვირიშვილმა.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი