„მოსახლეობა მევახშეებთან არ წავა“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საბანკო სექტორში დაგეგმილი ცვლილებების კომენტარებისას განაცხადა. 

"როდესაც პირველი ტალღა გვქონდა ვებრძოდით ონლაინსესხებს, მაშინ საშუალო საპროცენტო განაკვეთი იყო 1000%. მაშინაც ეს ჰქონდათ არგუმენტად, მაშინაც ამაზე გვაკრიტიკებდნენ, რომ ხალხი წავა შავ ბაზარზე. ვფიქრობ, პირველმა ტალღამ რეფომების გვაჩვენა, რომ არავინ არასად არ წავიდა. შესაბამისად, მეორე ტალღა გვაჩვენებს, რომ არავინ არასად არ წავა",-განაცხადა ქუმსიშვილმა.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი