საქართველოს საფონდო ბირჟაზე 9 კომპანიის დელისტინგი განხორციელდა, მათ შორის ბირჟიდან მოიხსნა "ინდუსტრია ინვესტის", "ქუთაისის მინის ტარის ქარხანის" , "ფოთის წისქვილქარხნის" , "საქართველო-ლადას" , "საკარცხულის", "ორბელი-ტრანსის" , "თემქა პურის" და "თბილმარგარინმრეწვის".  მიზეზად “საქართველოს საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების სავაჭრო სისტემასა და ლისტინგში დაშვების შესახებ“ დებულების 5.12.8 და 5.12.6 პუნქტები დასახელდა, რომლის მიხედვითაც 6 თვის განმავლობაში სავაჭრო სისტემაში არც ერთი გარიგება არ დადებულა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საფონდო ბირჟაზე 74 სხვადასხვა კომპანიის ფასიანი ქაღალდია განთავსებული. ბირჟის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 2.5 მილიარდ ლარს შეადგენს

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი