ეროვნულმა ბანკმა 4 საკრედიტო კავშირს ლიცენზია გაუუქმა და ლიკვიდაციის პროცედურა დაიწყო. საკრედიტო კავშირ "მეორე სვირს“, "მათხოჯის საკრედიტო კავშირს“, "მეჯინისკარსა“ და "უნივერსს“ რეგულატორის გადაწყვეტილებით ლიკვიდატორები დაენიშნა. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით ლიკვიდატორებმა „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესით“ უნდა იხელმძღვანელონ.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი