"რეგულაციების შემდეგ სრული კოლაფსი მოხდება", - ასე აფასებს ავტო ლომბარდის კომპანია New Credit-ის დამფუძნებელი სექტორში დაგეგმილ რეგულაციებს. შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, უძრავი ქონებისა და ავტომობილების დალომბარდება უნდა აიკრძალოს. მამუკა ლომინაძე ამბობს, რომ მოსალოდნელი ცვლილებები კერძო საკუთრების უფლებასაც ლახავს. 

"ზოგს შვილი უხდება ცუდად, ზოგი თვითონ ხდება ცუდად და არ აქვს იმ მომენტში თანხა, რატომ არ უნდა შეეძლოს რომ მივიდეს და აიღოს სესხი? გამოდის, რომ მთავრობა ადამიანის კერძო საკუთრებაში ერევა და ხელს ყოფს ყველაფერში. ვისი რა უფლებაა მე რას გავაკეთებ ჩემი საკუთრება როცაა. ყიდვის უფლება მაქვს. კანონს ეწინააღმდეგება ეს ყველაფერი. არ არის ძალიან კარგი, როდესაც ადამიანი მიდის და სესხს იღებს, მაგრამ საქმე გვაქვს ძალიან ცუდ შემთხვევასთან და ამის შემდეგ მოხდება ძალიან ცუდი შემთხვევები. რეგულაციის შემდეგ სრული კოლაფსი მოხდება", - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი. მისივე თქმით, რეგულაციების დაწესების შემთხვევაში სექტორი „იატაკქვეშ გადაინაცვლებს“, რაც სახელმწიფო ბიუჯეტზეც ცუდად აისახება.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი