მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის თანახმად, საქართველო მსოფლიოში კრიპტოვალუტის მესამე უდიდესი მომპოვებელია. "კრიპტოვალუტები და ბლოკჩეინი: ევროპისა და ცენტრალური აზიის (ECA) რეგიონის 2018 წლის ეკონომიკური ანგარიშის" მონაცემებით, საქართველო კრიპტოვალუტის ერთ-ერთი უდიდესი მომპოვებელი კომპანიის სამშობლოა. ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში შინამეურნეობის დაახლოებით 5% კრიპტოვალუტას მოიპოვებს ან ინვესტიცია აქვს ჩადებული. 

მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტის ჰანს ტიმერის შეფასებით, საქართველოში კრიპტოვალუტას ფართოდ მოიპოვებენ (მაინინგი). ამის მიზეზად ჰანს ტიმერი საქართველოში საგადასახადო შეღავათებისა და ელეტროენერგიის დაბალი ფასით ხსნის. 

"დროთა განმავლობაში მთავრობისთვის მნიშვნელოვანი გახდება ფინანსური ზედამხედველობის და მომხმარებლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა", - ამბობს ჰანს ტიმერი.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი