"ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს უნდა ჰქონდეთ ვალდებულება, გასცენ ისეთი ტიპის სესხები, რომლებიც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკრედიტო ურთიერთობის ჩარჩოებში ჯდება", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. ბახტაძის თქმით, მათ უნდა გასცენ იმ ოდენობის სესხები, რომელიც მოქალაქეებს მძიმე ტვირთად არ დააწვება. 

"არ უნდა იყოს ისე, რომ მოქალაქეებს საკუთარი განკარგვადი შემოსავლის 70-80% ის გადახდა უწევდეთ კრედიტის მომსახურებაში, ამიტომ განკარგვად შემოსავალზე ჭერი უნდა დაწესდეს”-აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი