ეროვნული ბანკის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, წლის ბოლოსთვის ქვეყანაში 9,1 მილიონი საგადახდო ბარათი მოქმედებდა. მათგან 92% სადებეტო ბარათია. გამოშვებული ბარათების უმეტესობა - 83 პროცენტი, საერთაშორისო ბარათებია: Visa – 28 %, MasterCard – 47 %, AmEx – 1 %, UPI – 7%, ხოლო დანარჩენი 17 % კი, ლოკალური ბარათებია. აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში ქართული ბარათების რაოდენობა 2016 წლის დეკემბრის თვესთან შედარებით 3 % შემცირდა. გამოშვებული ბარათების 96 %-ის ემიტენტი, ქვეყნის სამი დიდი კომერციული ბანკია.

დატოვე კომენტარი