კლასიკური გაგებით ჭარბვალიანობა არის ვალის ისეთი ტვირთი, რომელიც შინამეურნეობებს აქვთ და რომელიც აუარესებს მათ ფინანსურ მდგომარეობას ან საცხოვრებელ პირობებს. ჩვენებურ ენაზე პრობლემაა მისი გადახდა“, - ასე განმარტავს „ჭარბვალიანობის“ ტერმინს ეროვნული ბანკის ვიცე-რეზიდენტი მურთაზ კიკორია BMG-სთან ინტერვიუში. 

მისივე თქმით, ჭარბვალიანობის პროვოცირება არა საბანკო სექტორმა, არამედ სხვა საფინანსო ინსტიტუტებმა მოახდინეს: 

„ ბანკებს აქვთ რესურსი რომ მოქნილები იყვნენ. მათ გააჩნიათ გაცილებით მაღალი კაპიტალი და ლიკვიდობა. მათ შეუძლიათ მართონ ეს დავალიანების პროცესი. 
პროვოცირება გაუკეთა არა მარტო საბანკო სექტორმა. ბანკების ვალს ტექნიკუარდ ხელმისაწვდომმა ონალინ სესხებმა და მიკროსაფინანსოებიც დაემატა. 
ჯამში მივიღეთ რომ ბანკების ვალდებულებების შესრულება ოდნავ გაიწელა დროში მაგრამ არასაბანკო სექტორმა მძიმე ტვირთად ზემოდან დაუმატა საკრედიტო დავალიანება. სწორედ ამიტომ თქვენ თუ დააკვირდებით ეროვნული ბანკის ქმედებებს, შარშან მთელი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი მუშაობა გვქონდა პარლამენტთან და სექტროთან და მნიშვნელოვანი რეგულაციები შემოვიტანეთ, სწორედ არასაბანკო სექტორში პირველ რიგში“, - ამბობს კიკორია.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი