ბოლო ერთი წლის განმავლობაში სესხი საფინანსო ინსტიტუტისგან, საქართველოში მცხოვრები ზრდასრული მოსახლეობის (15 წლიდან ზევით) 27.4%-ს აქვს აღებული. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის 2018 წლის გლობალური ფინანსური ინდექსის (The Global Findex) ანგარიშში წერია. ანგარიშის შესახებ ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში სესხი გამოკითხულთა 20.7%-ს მეგობრებისგან ან ოჯახის წევრებისგან აქვს აღებული. 44.9% ამბობს, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში სესხი აუღია, თუმცა არა ფულადი, არამედ სხვა ნივთის სახით. 

მონაცემების მიხედვით, მსესხებელთა პროცენტული მაჩვენებელი ევროპისა და ცენტრალური აზიის მაჩვენებელს (24.2%) აღემატება.

შეგახსენებთ, რომ 7 მაისიდან ბანკებს კლიენტების გადამხდელუნარიანობისსრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემას უკრძალავს. ახალი წესით, ბანკის მიერ გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე გაცემული ყველა სესხის საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს. გარდა ამისა, მზადდება დამატებით რეგულაციები თვითდასაქმებულებისთვის.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი