პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და პოლიტიკის კომიტეტი საქსტატის 2017 წლის ანგარიშს განიხილავს, რომელიც უწყებამ პარლამენტს უკვე გადაუგზავნა. ანგარიშის თანახმად, 2017 წელს საქართველოში ინფლაციის დონე 6.7 % იყო. ანგარიშის დეტალების შესახებ გამოცემა "კომერსანტი" წერს.

ანგარიშის თანახმად, გასულ წელს 21,3%-ით გაიზარდა ფასები ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე; 12.6%-ით გაძვირდა ხილი და ყურძენი; 8.8%-ით გაძვირდა ხორცი და ხორცპროდუქტები; 8%-ით გაიზარდა ფასი რძეზე, ყველსა და კვერცხზე; 6.4%-ით გაძვირდა ზეთი და ცხიმი; 6.1%-ით გაძვირდა ყავა, ჩაი და კაკაო.

საქსტატის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, ფასები 14.9%-ით გაიზარდა სატრანსპორტო სფეროში; 17.5%-ით გაიზარდა ალკოჰოლზე, 36.6%-ით კი თამბაქოზე.

ფასები გაზრდილია ჯანდაცვის სფეროშიც. კერძოდ, საქსტატის თანახმად, ამ მიმართლებით ფასები 8.1%-ით გაიზარდა

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი