საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის სამ თვეში საქართველოში მშენებლობაზე 2157 ნებართვა გაიცა, ექსპლუატაციაში კი 542 ობიექტი შევიდა.

აქედან თბილისში მშენებლობა დასრულდა 166 ობიექტზე. რეგიონებიდან ამ მხრივ კახეთი ლიდერობს 89 ობიექტით. ხოლო ყველაზე ნაკლები მაჩვენებელი აქვს რაჭა-ლეჩხუმს -3 ობიექტი.

სამშენებლო რეგულაციების ნაწილი, რომელიც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ დადგენილებაში უკვე შევიდა, 22 თებერვლიდან ამოქმედდა. 

15 თებერვალს მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ეს ცვლილებები მნიშვნელოვნად მოაწერიგებს თბილისში მშენებლობების პროცესს.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი