ეროვნული ბანკის ახალი რეგულაცია, რომლის თანახმად შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხის გაცემა იზღუდება, მილიონამდე თვითდასაქმებულს პრობლემებს შეუქმნის. ამის შესახებ რადიო „იმედის“ გადაცემა „ეკონომიქსში“ საზოგადოება და ბანკების ხელმძღვანელმა გიორგი კეპულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ძიძებს, ტაქსის მძღოლებს და სხვა თვითდასაქმებულებს, რომლებსაც შემოსავალი ოფიციალურად არ უფიქსირდებათ საბანკო ფინანსურ რესურსზე წვდომა თითქმის აღარ ექნებათ და იძულებული იქნებიან გადაერთონ მიკრო საფინანსო ორგანიზაციებზე და კერძო მევახშეებზე, სადაც პროცენტი საკმაოდ მაღალია.

გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ ახალი რეგულაცია ჭარბვალიანობის პრობლემას ვერ მოაგვარებს. მისი თქმით შენელდება საბანკო ბიზნესის ზრდა და არ არის გამორიცხული სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი.

„საკრედიტო ოფიცერს მოუწევს მივიდეს მაგალითად ძიძის დამსაქმებელ ოჯახში გაიგოს ზუსტი ინფორმაცია, ეს კი მათ ხარჯებს ზრდის და შესაბამისად ეს სესხის პროცენტში აისახება“,- აცხადებს კეპულაძე.

შეგახსენებთ, რომ 7 მაისიდან ბანკებს კლიენტების გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემას უკრძალავს. ახალი წესით, ბანკის მიერ გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე გაცემული ყველა სესხის საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს. გარდა ამისა მზადდება დამატებით რეგულაციები თვითდასაქმებულებისთვის.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი