ეროვნული ბანკის 2018 წლის მარტის მონაცემებით სესხებზე წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 13,1%-ს შეადგენს (2017 წელს – 12,7%)

ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების საშუალო საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 15,6%-დან 17,1%-მდე გაიზარდა. შედარებით მაღალია ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთი. კერძოდ, ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით 2018 წლის მარტში ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 21,3%-ს შეადგენდა. 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 18,5%-ი იყო.

რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს, აქ საპროცენტო განაკვეთი მინიმალური პროცენტით გაიზარდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკით, 2018 წლის მარტის მონაცემებით უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტების წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 8,7% იყო (2017 წელს – 8,5%).

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი