Facebook-ის ცვლილები: რამდენად განსხვავებული იქნება ჩემი გვერდი?

Facebook-მა პირობა დადო, რომ შეცვლის მონაცემთა გაზიარების გზებს. მაგრამ მოახდენენ თუ არა განსხვავებები გავლენას მომხმარებლებზე?

მონაცემების სკანდალით გამოწვეული დუმილის შემდეგ, გენერალურმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა საბოლოოდ კომენტარი გააკეთა ჯერ Facebook-ზე და მოგვიანებით CNN-სა და სხვებთან ინტერვიუებში.

სკანდალი გამოწვეულია ახალი ინფორმაციით მონაცემთა ფირმის Cambridge Analytica შესახებ, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 2016 წლის კამპანიას უკავშირდება, და რომელმაც Facebook-ის 50 მილიონ მომხმარებელთა ინფორმაციასთან წვდომა მიიღო მათი ნებართვის გარეშე. ამ ახალი ცნობების თანახმად, კომპანიამ, შესაძლოა, შეინარჩუნა ეს ინფორმაცია, თუმცა Facebook-მა მოითხოვა მისი წაშლა.

ცუკერბერგის გრძელ პოსტში ჩამოთვლილი იყო ნაბიჯები, რომლებსაც კომპანია მიმართავს მომხმარებელთა ნდობის აღსადგენად. მეორე პოსტში საუბარი იყო მესამე მხარის დეველოპერებზე, რომლებიც აწარმოებენ აპლიკაციებს Facebook-თვის.

ანონსირებული ცვლილებებიდან უმეტესობა მოხდება კადრს მიღმა და შეეხება პარამეტრებს, რომლებსაც შემთხვევითი მომხმარებლები არც ისე ხშირად სტუმრობენ, ან არც იციან მათი არსებობის შესახებ.

აპლიკაციების ცნობიერება

Facebook-ს სურს, უფრო გამჭვირვალე იყოს იმასთან მიმართებაში, თუ რომელ აპლიკაციებს ექნება წვდომა თქვენს ინფორმაციასთან. მომდევნო თვეში Facebook წარმოადგენს პარამეტრების გვერდს, რომელზეც ჩამოთვლილია თქვენს ანგარიშთან წვდომის მქონე აპლიკაციები. ეს ინსტრუმენტი განთავსდება თქვენი ახალი ამბების ფიდის ზედა ნაწილში.

როდესაც თქვენ იყენებთ Facebook-ს ისეთ სერვისებში შესასვლელად, როგორიცაა Tinder ან Uber, თქვენ კომპანიებს აწვდით ზოგიერთ თქვენს პირად ინფორმაციას. ზუსტი მონაცემები ვარირებს სხვადასხვა აპლიკაციის შემთხვევაში, მაგრამ შეიძლება შეიცავდეს თქვენს სახელს, დაბადების დღეს და ელფოსტას - ან უფრო მეტ პერსონალურ მონაცემებს, როგორიცაა პირადი შეტყობინებები და თქვენი მეგობრების სია. მონაცემებს შეუძლია დაეხმარონ აპლიკაციებს, მომსახურება თქვენს მოთხოვნებს მოარგონ.

აპლიკაციის გადახედვის საშუალება მოგცემთ უფლებას მოახდინოთ აპლიკაციის ნებართვის გაუქმება. ამჟამად ეს ფუნქცია Facebook-ის პარამეტრების გვერდზეა განთავსებული, მაგრამ ახალი განლაგების წყალობით, მას გაცილებით მეტი მომხმარებელი იხილავს. გაურკვეველია, ექნება თუ არა ინსტრუმენტს იგივე სახე.

მიმოხილვის დახურვა

ცუკერბერგმა განაცხადა, რომ Facebook განიხილავს ყველა აპლიკაციას, რომელიც 2014 წლიდან და უფრო ადრემომხმარებელთა შესახებ დიდი რაოდენობით მონაცემებს აგროვებდა. სწორედ იმ დროდან, როდესაც კომპანიამ შეცვალა თავისი პოლიტიკა, რათა შეეზღუდა ინფორმაცია მესამე მხარის აპლიკაციებისთვის და დაიწყო იმ აპლიკაციებზე დაკვირვება, რომლებიც ითხოვდნენ ფართო მონაცემებთან წვდომას.

თუ Facebook აღმოაჩენს რაიმე პირადი მონაცემების სხვა ბოროტად გამოყენების შემთხვევას, ის აკრძალვას იმ აპლიკაციას, განაცხადა ცუკერბერგმა.

ჩვენ ვაპირებთ ათასობით აპლიკაციის განხილვას“, განუცხადა ცუკერბერგმა CNN-ი ლორი სეგალს ექსკლუზიურ ინტერვიუში. „ასე რომ, ეს იქნება ინტენსიური პროცესი, მაგრამ ის მნიშვნელოვანია. ეს ისაა, რაც რეტროსპექტივაში ჩვენ აშკარად უნდა გაგვეკეთებინა Cambridge Analytica-სთან“.

დაზარალებული მომხმარებლები

Facebook მუშაობსსაშუალებაზე, რომ ხალხმა გაიგოს“, თუ მათი მონაცემები ხელმისაწვდომი იყო Cambridge Analytica-ს კვლევისთვის, ნათქვამია კომპანიის პოსტში. არ არის ნათელი, თუ მომხმარებელს მოუწევს პროაქტიულად ძებნა, როგორც ეს იყო იმ ინსტრუმენტის შემთხვევაში, რომელიც ეხმარებოდა ადამიანებს გაეგოთ, მოხვდნენ თუ არა ისინი რუსული ტროლების არმიის მიერ შექმნილი კონტენტის ზეგავლენის ქვეშ, ან თუ ისინი უბრალოდ შეტყობინებას მიიღებენ.

კომპანიამ განაცხადა, რომ თუ ის აღმოაჩენს სხვა აპლიკაციებს, რომლებიც გამოძიების პროცესში მონაცემებს ბოროტად იყენებდნენ, იგი მიიღებს ზომებს, რომ ეს ცნობილი გახდეს აპლიკაციის ყველა მომხმარებლისთვის.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ჩვენ აქ უნდა გავაკეთოთ,  - დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ გავაგებინეთ ყველას, ვისი მონაცემებიც ერთ-ერთი ასეთი აპლიკაციით დაზარალდა“, - განუცხადა ცუკერბერგმა სეგალს. „ჩვენ ვაპირებთ ამის გაკეთებას, ჩვენ ვიმუშავებთ იმ ინსტრუმენტზე, სადაც ყველას შეუძლია წავიდეს და ნახოს, თუ მათი მონაცემები ამ ყველაფრის ნაწილს წარმოადგენს".

დროის შემცირება

Facebook საუბრობს იმაზე, თუ როგორ ახორციელებს არსებული აპლიკაციების წვდომას თქვენს პირად ინფორმაციასთან. თუ აპლიკაცია სამი თვის განმავლობაში არ გამოიყენება, მისი წვდომა ავტომატურად გაუქმდება. ახალი აპლიკაციები, რომლებსაც არ გაუვლია კომპანიის არსებული განხილვის პროცესი, ვეღარ შეძლებენ ვერაფრის წვდომას პიროვნების სახელის, პროფილის სურათისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის გარდა.

იგივე იერ-სახე

მომხმარებელთა უმეტესობა ბევრს არ ფიქრობს მესამე მხარის აპლიკაციებზე. ისინი იყენებენ პლატფორმას მეგობრების სურათებისა და სიახლეებისთვის და ახვევენ Facebook-ის რეკლამებს, რომლებიც ეფუძნება წლების განმავლობაში მათ მიერ შეგროვებული დიდი რაოდენობით მონაცემებს. ეს ძირითადი გამოცდილება დარჩება უცვლელი.

მაგრამ ახალი ამბები ფიდის სათავეში ინსტრუმენტის დაყენებით, რომელიც აჩვენებს, თუ რა აპლიკაციაა დაყენებული, Facebook მომხმარებლებს ახსენებს, რომ მათი მონაცემები გაზიარებულია და გამოყენებული. და ამან შეიძლება შეცვალოს ის, თუ როგორ უყურებს ხალხს სოციალურ ქსელს.

 

დატოვე კომენტარი