Waymo-ს გენერალური დირექტორი: ჩვენი თვითმართვადი ავტომობილები უსაფრთხოა

Waymo-ს, Google-ის მშობელი კომპანიის Alphabet-ის თვითმართვადი ავტომობილების ქვეგანყოფილების გენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ მისი თვითმართვადი ავტომობილები უსაფრთხოა.

წინა კვირას არიზონაში უბედური შემთხვევის შემდეგ, რომელშიც მონაწილეობდა თვითმართვადი Uber-ის მანქანა, რამდენიმე კომპანიამ, მათ შორის Toyota-მ, Nvidia-მ და Uber-მა.  შეაჩერა ტესტირება საჯარო გამოყენების გზებზე.

მაგრამ Waymo აგრძელებს თავისი ავტომობილების ტესტირებას არიზონაში.

ფაქტობრივად, Waymo არა მარტო ამოწმებს ცარიელ ავტომობილებს ადამიანით საჭესთან, რომელიც შეძლებს მყისიერ რეაგირებას საჭიროების შემთხვევაში. კომპანია არიზონის რჩეულ მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს, იმგზავრონ თვითმართვად Chrysler Pacifica მიკროავტობუსებში, რომლებსაც მძღოლი საერთოდ არ გააჩნია.

„ჩვენი თავდაჯერებულობა უკავშირდება იმას, რომ ჩვენ დიდი ხანია ფოკუსირებულები ვართ ამ მისიაზე, რომელიც ავტომობილებისა და ტექნოლოგიის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა CNN-თან ინტერვიუში Waymo-ს გენერალურმა დირექტორმა ჯონ კრაფჩიკმა.

კრაფჩიკის თავდაჯერებულობა, ძირითადად, Waymo-ს პროგრამულ უზრუნველყოფას ეფუძნება. ისევე, როგორც ნებისმიერი ავტომობილი შეიძლება იყოს სახიფათო ცუდი მძღოლით საჭესთან, მიუხედავად იმისა, რამდენად კარგი აქვს მუხრუჭი და უსაფრთხოების ბალიშები, ყველაზე საუკეთესო კამერებსა და სენსორებს არ შეუძლია გახადონ თვითმართვადი ავტომობილი უსაფრთხო ინტელექტუალური პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე, რომელიც ამ ყველაფერს მართავს.

Jaguar I-Pace SUV ელექტრომობილის მართვა

Waymo-ში ამბობენ, რომ ისინი მუშაობენ „მსოფლიოში ყველაზე გამოცდილი მძღოლის“ შექმნაზე. კრაფჩიკმა შეიძლება იტრაბახოს იმით, რომ Waymo-მ გამოსცადა თავისი თვითმართვადი ტექნოლოგია საჯარო გზებზე 5 მილიონი მილის გავლით, რაც დაემატა კომპიუტერული სიმულაციის 5 მილიარდ მილს და 20 000 განსხვავებულ ტესტს კერძო საცდელ მოედნებზე.

პროგრამული უზრუნველყოფის საბოლოო კორექტირება ვრცელდება Waymo-ს ავტომობილების მთელ პარკზე ამერიკის მასშტაბით. ამრიგად, Waymo-ს კომპიუტერიზირებულ „მძღოლს“ შეუძლია მრავალწლიანი გამოცდილების მიღება დღეებსა ან კვირებში.

მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ შეიქმნას პროგრამული „მძღოლი“, რომელიც ნებისმიერ მძღოლზე უკეთესია. მაგრამ როგორი კარგი საკმარისად კარგია?

„ყოველ წელს [საავტომობილო ავარიებში] 1,250 მილიონი ადამიანი იღუპება“, - თქვა კრაფჩიკმა. „ეს დაახლოებით 737 ავარია ყოველი დღის ყოველ საათში“.

ამ ავარიების უმეტესობა გამოწვეულია უბრალო ადამიანური შეცდომით, როგორიცაა არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა ან აგრესიული ტარება. კითხვა იმაშია, რამდენად კარგი უნდა იყოს პროგრამული მძღოლი, ვიდრე ტექნოლოგია მსოფლიოს გზებზე გამოვა. უნდა ველოდოთ, ვიდრე ის იდეალურ დონეს მიაღწევს, ან უბრალოდ გახდება საშუალო ადამიანზე უკეთესი?

კრაფჩიკმა თქვა, რომ ის არ არის დარწმუნებული.

მე მიამჩნია, რომ ჩვენი ამოცანაა - გავაკეთოთ ყველაფერი რაც შეიძლება უფრო უსაფრთხო და შევიტანოთ წვლილი არსებული სიტუაციის გაუმჯობესებაში, რომელიც აშკარად მიუღებელია“, - თქვა მან.

კრაფჩიკმა მოკლედ ისაუბრა მას შემდეგ, რაც წარმოადგინა Waymo-ს უახლესი თვითმართვადი ელექტრომობილი Jaguar I-Pace SUV. Waymo მას წარმოადგენს, როგორც მსოფლიოში პირველ თვითმართვად ჯიპს.

დატოვე კომენტარი