ქართულ-ბელარუსული კომპანიების თანამშრომლობით, საქართველოში პირველად ლიფტების წარმოება დაიწყება – თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამგზავრო და სატვირთო ლიფტებითბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-საწარმოო ცენტრის „ანალიზ-ხელსაწყოს ბაზაზე აეწყობა. ახალი საწარმო პირველმა ვიცეპრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერმინისტრის მოადგილემ მიხაილ რუსიმ დაათვალიერეს, რომელიც ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში საქართველოში იმყოფება.

ლიფტების საწარმო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, კომპანია „მოგილევ ლიფტმაშისა და კომპანია SIS-ის ერთობლივი თანამშრომლობით შეიქმნა. საწყის ეტაპზე, საწარმოს თვეში 40-60 ლიფტისდამზადება შეეძლება.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა საწარმოში ვიზიტისას განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია ერთობლივ საწარმოში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩართულობა, რაც სამეცნიერო პოტენციალისა და, ამასთან, პროფესიული განათლების განვითარების შესაძლებლობას იძლევა.

„ჩვენ ვსაუბრობთ კომპლექსურ განვითარებაზე, რაც არ არის მხოლოდ ლიფტების წარმოება, ეს არის ამწე მოწყობილობების წარმოებისგანვითარებაც. დაგეგმილია, რომ საქართველოში წარმოების ლოკალიზაცია იყოს 71 პროცენტი შემდეგი წლის ბოლოსთვის. ეს ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ადგილზე შევძლებთროგორც ადგილობრივი წარმოების პოტენციალის განვითარებას, ასევე საბოლოო ჯამში, შევძლებთ იმას, რომ ექსპორტზეც ვიფიქროთ, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ლიფტების ახალ საწარმოში პირველივე ეტაპზე 50-მდე ადამიანი დასაქმდება და ეს ციფრი შემდგომში მნიშვნელოვნად გაიზრდება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბელარუსულ „მოგილევ ლიფტმაშთან” ერთადსაქართველოში ნაწარმოები ლიფტები მაღალი ხარისხითა და ფასით თავისუფლად შეძლებენ კონკურენცია გაუწიონ იმპორტირებულ პროდუქციას.

აღსანიშნავია, რომ ლიფტების საწარმოს ბაზაზე მოხდება შესაბამისი კადრების გადამზადებაც, რომლებიც პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან შემდგომში სხვადასხვა ობიექტებზე დასასაქმებლად ლიფტებისმომსახურების სფეროში.

მნიშვნელოვანია, რომ ლიფტების წარმოების დაწყებასთან ერთად საქართველოში განვითარდება სათადარიგო ნაწილების ბაზარიც, რაც აქამდე არ არსებობდა.

წყარო: news.ge

დატოვე კომენტარი