2018 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 683.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16.3 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 446.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (25.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 237.1 მლნ. აშშ დოლარს (13.3 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-თებერვალში 790.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.0 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 335.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

width=6542018 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 446.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 10.8 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 132.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (30.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 314.0 მლნ. აშშ დოლარი (4.2 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26.5 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 29.7 პროცენტი და იმპორტში 25.4 პროცენტი (2017 წლის იანვარ-თებერვალში შესაბამისად 27.8, 28.6 და 27.6 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 23.0 პროცენტი (2017 წლის იანვარ-თებერვალში 27.1 პროცენტი). დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2018 წლის იანვარ-თებერვალში 620.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2017 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით 26.5 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 174.9 მლნ. აშშ დოლარი (35.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 445.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (23.4 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 36.8 პროცენტი იყო. მათ შორის ექსპორტში 39.2 პროცენტი და იმპორტში 36.0 პროცენტი (2017 წლის იანვარ-თებერვალში შესაბამისად 33.9, 36.4 და 33.1 პროცენტი). 2018 წლის იანვარ-თებერვალში დსთ- ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 34.2 პროცენტი (2017 წლის იანვარ-თებერვალში 31.4 პროცენტი).

width=7262018 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (242.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (198.6 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (182.2 მლნ. აშშ დოლარი).

width=7552018 წლის იანვარ-თებერვალში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 75.0 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 16.8 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 48.9 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 11.0 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 38.0 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8.5 პროცენტი შეადგინა.

width=669უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2018 წლის იანვარ-თებერვალში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 109.0 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.8 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის აირების სასაქონლო ჯგუფი 95.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 7.7 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 66.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5.4 პროცენტი).

width=718

width=733width=658

წყარო: news.ge

დატოვე კომენტარი