ბიტკოინის ფასი 2018 წლის მინიმუმამდე დაეცა Mt.Gox-ის მიერ 400 მილიონი დოლარის გაყიდვის გამო

2018 წელს ბიტკოინის ფასი დაეცა 6000 დოლარამდე, ვინაიდან Mt.Gox-ის მმართველმა „პანიკა ატეხა“ და გაყიდა 400 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინი, წერდა პრესა წინა კვირის განმავლობაში.

როგორც მრავალი წყარო იტყობინებოდა 7 მარტს, ნობუაკი კობაიაშიმ გაყიდა 35 000 ბიტკოინი და 34 000 ბიტკოინ-ქეში იმისთვის, რომ აენაზღაურებინა ბირჟის კრედიტორთა ზარალი.

გაყიდვები მოხდა ბირჟის საშუალებით, ყოველი შემდგომი გაყიდვის დროს ფასების დაცემით. Mt.Gox-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა მარკ კარპელესმა დაადასტურა, რომ ტრანსფერები სრულდებოდა დეკემბრიდან თებერვლამდე.

როდესაც 6 თებერვალს ბიტკოინის კურსმა მიაღწია 5900 დოლარს, კობაიაშიმ წინა დღეს შეასრულა ტრანსფერი 18 000 ბიტკოინის (180 მილიონი დოლარი) ოდენობით, როგორც 7 მარტს დაწერა Twitter-ში მეწარმემ ალისტერ მილნმა.

კობაიაშიმ თვითონ დააკავშირა ეს მოვლენა კრედიტორთა შეხვედრაზე იმავე დღეს, ამატებს მეტ ოდელი. „ისინი (მეურვეები) პანიკაში ჩავარდნენ და ძირის გაყიდვა დაიწყეს. ბაზარმა კარგად ის შეიწოვა“, - დაწერა მან კომენტარებში.

მეტ ოდელი: „MT Gox-ის მეურვემ გაყიდა 35 841 ბიტკონი $362 მილიონად და 34 008 ბიტკოინ-ქეში $45 მილიონად, კრედიტორთა შეხვედრაზე წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად. გაყიდული ბიტკოინის ნახევარზე მეტის (18 ათასი) ტრანსფერი მოხდა 5 თებერვალს, 3 თვის მინიმალური ფასის - 6000 დოლარის მიღწევამდე ერთი დღით ადრე. ისინი პანიკაში ჩავარდნენ და ძირი გაყიდეს. ბაზარმა კარგად ის შეიწოვა.“.

Cointelegraph ასევე წერდა ფედერალური ბიუროს მიმდინარე გამოძიების შესახებ, რომელიც Mt.Gox-ს ეხება, ვინაიდან ბრიტანული ტელემაუწყებლის BBC მიერ ჩატარებულმა არაოფიციალურმა საგამოძიებო სამუშაომ გააძლიერა ეჭვი ე.წ. ლონდონის „ნიჟარის“ შესახებ, კომპანიის, რომელიც, სავარაუდოდ, ეხმარებოდა ბირჟიდან მოპარული ბიტკოინების გათეთრებაში.

Mt.Gox იყო მსოფლიოს უმსხვილესი ბიტკოინის ბირჟა, ვიდრე ჰაკერებმა არ გაიტაცეს დაახლოებით 850 000 ბიტკოინი 2014 წლის თებერვალში. კრიმინალური გამოძება და დაზარალებულ მომხმარებელთა დაბრუნების მცდელობები ჯერ კიდევ გრძელდება.


წყარო: cointelegraph.com

დატოვე კომენტარი