Goldman Sachs: ბიტკოინს აქვს პოტენციალი, ჩამოცდეს თებერვლის მინიმუმს $5922

Goldman Sachs-ის ტექნიკური ანალიზის ჯგუფმა შება ჯაფარის ხელმძღვანელობით ბიტკოინის შესახებ კიდევ ერთი პროგნოზი გააკეთა, რომელშიც ნათქვამია, რომ ყველა ძირითად კრიპტოვალუტას გააჩნია რისკი, ჩამოცდეს თებერვლის მინიმუმს, იტყობინება Business Insider 12 მარტს.

კვირას გუნდმა გაუგზავნა კლიენტებს შეტყობინება იმის შესახებ, რომ ბიტკოინის შემდეგი გაყიდვის დროს ფასი შეიძლება დაეცეს თებერვლის მინიმუმზე - 5 922 დოლარზე დაბლა. ჯაფარის გუნდმა ივარაუდა, რომ შემდეგი გაყიდვა იქნება გამოწვეული 9 210 დოლარის ხანმოკლე მხარდაჭერის გადალახვით.

„გარღვევა მნიშნელოვანია, ვინაიდან გულისხმობს უფრო იმპულსური კლების პოტენციალს. ინვესტორებმა თვალი უნდა ადევნონ ბიტკოინის ფასს. კლებისთვის შემდეგი მნიშნელოვანი დონე მდებარეობს 7667-7198 დოლარის საზღვრებში. ამ დონეების გადალახვის შემდეგ, ბიტკოინმა შეიძლება უფრო დაბალი მინიმუმი აჩვენოს (<5922). ამ დროს საჭირო იქნება 9322 დოლარზე (26 თებერვლის მინიმუმი) დაბრუნება სტაბილურობის აღდგენისთვის“.

ჯაფარი, Goldman Sachs-ის ტექნიკური ანალიზის ხელმძღვანელი, ცნობილია ბიტკოინის კრიტიკით. 2017 წლის ივლისში ჯაფარიმ ივარაუდა, რომ ბიტკოინი მიაღწევს 4000 დოლარის ნიშნულს წლის დასასრულისთვის. მოგვიანებით, 2017 წლის ნოემბერში, როდესაც ბიტკოინის ფასი შეადგენდა 7000 დოლარს, ჯაფარიმ კიდევ ერთი პროგნოზი გაკეთა, რომელშიც იყო ნათქვამი, რომ ბიტკოინი შეჩერდება 8000 დოლარის ნიშნულზე, ვიდრე გააგრძელებს აღმასვლას.

2017 წლის დეკემბერში ბიტკოინის ფასი გაიზარდა 20 000 დოლარამდე წლის დასაწყისის მოკრძალებული ნიშნულიდან 1000 დოლარის ოდენობით, შემდეგ კი ჩამოვარდა 6048 დოლარამდე 2018 წლის 6 თებერვალს. ზოგიერთ ექსპერტს მიაჩნია, რომ კრიპტოვალუტის  კურსის დაცემა გამოწვეულია 400 მილიონი დოლარის გაყიდვით გაკოტრებული Mt. Gox-ის მიერ, რომელიც ადრე ბიტკოინის უმსხვილეს გლობალურ ბირჟას წარმოადგენდა.

წყარო: cointelegraph.com

წყარო: cointelegraph.com

დატოვე კომენტარი